"პირადად მე, 2 თვეა ხელფასი არ ამიღია. არ ვწუწუნებ, რადგან ისეთივე წნეხის ქვეშ უნდა ვიყო მეც, როგორც სხვები არიან”,- ამის შესახებ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია აცხადებს.
მისი თქმით, კორონავირუსის გამო ჩაკეტილმა საზღვრებმა, შეჩერებულმა რეგულარულმა ავიარეისებმა კომპანიას ფინანსური პრობლემები შეუქმნა, შესაბამისად, Georgian Airways-ს ხელფასების გასტუმრებაც გაუჭირდა.
ბოკერია აცხადებს, რომ მცდელობების მიუხედავად, კრიზისის ფონზე Georgian Airways-მა თანამშრომლების 100%-ით შენარჩუნება ვერ მოახერხა. თანამშრომლების ნაწილი ჩანაცვლდა, ნაწილიც უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.
"2020 წელი ავიაციის ინდუსტრიისთვის იყო კატასტროფული. გასულ წელს ჩვენმა ავიაკომპანიამაც დიდი ფინანსური ზარალი მიიღო. პანდემიამდე დღეში 14-17 რეისს ვასრულებდით, ხოლო პანდემიის დაწყებიდან კი თვეში იმდენ რეისს ვასრულებდით, რასაც პანდემიამდე ერთ დღეში. ეს რეისებიც იყო სპეციალური რეისები, სადაც ფასები იყო ფიქსირებული. შესაბამისად, ფინანსურად ძალიან მძიმე დარტყმა მივიღეთ და ყოველთვის გვიწევდა ჩვენი ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია”,- აცხადებს რომან ბოკერია.
COVID-19-ის პანდემიის ფონზე ქართულმა ავიაკომპანიამ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ზარალი მიიღო. როგორც რომან ბოკერია განმარტავს, კომპანიამ კერძო კრედიტორებთან გარკვეული დავალიანებების რესტრუქტურიზაციაზე შეთანხმებას მიაღწია და მათ გასტუმრებას მომდევნო წლებში, გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ მოახდენს.
Georgian Airways-ის მენეჯმენტი ახლა გარკვეულ დახმარებას ხელისუფლებისგან ელის. რომან ბოკერიას თქმით, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ეროვნულ ავიაკომპანიებს არსებული ვალის რესტრუქტურიზაციაში დაეხმარება, საუბარია როგორც საგადასახადო, ასევე საქაერონავიგაციისთვის გადასახდელ დავალიანებაზე.
“პირველი, რასაც სახელმწიფოსგან ვითხოვთ, სამართლიანი კონკურენტული გარემოა, არ უნდა მოხდეს "ლოუქოსტერების" შემოსვლა და მთავრობის მხრიდან მათი დაფინანსება. კარგი იქნება, თუ მთავრობა დაგვეხმარება დავალიანების ჩამოწერაში, ან რესტრუქტურიზაციაში, საუბარია იმ ნაწილში, სადაც მეორე მხრიდან სახელმწიფო სტრუქტურები დგას; ან განვითარებული სახელმწიფოების მსგავსად მთავრობა ეროვნულ ავიაკომპანიებს ფინანსურად უნდა დაეხმაროს”,- აცხადებს რომან ბოკერია.
Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი მოითხოვს ასევე, მთავრობის წევრებისგან და საავიაციო სექტორის მოთამაშეებისგან სპეციალური ჯგუფი დაკომპლექტდეს, რომელიც ავიაციის განვითარების ეროვნულ სტრატეგიას შეიმუშავებს.
"მთავრობასა და ავიაციის სექტორისგან უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავეს ეროვნული ავიაციის სტრატეგიის გეგმას, სადაც კერძო სექტორი და მთავრობა შეთანხმდებიან კონკრეტული თამაშის წესებზე. გრძელვადიან პერსპექტივაში ვის, რა როლი ექნება და როგორ მიიღებენ მონაწილეობას ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელოვანი დარგის განვითარებაში", - აცხადებს რომან ბოკერია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი