27.იანვარი .2021 20:47

Georgian Airways: მზად ვართ, ფრენები დავიწყოთ პარიზის, ვენის, ბერლინის მიმართულებით

Georgian Airways: მზად ვართ, ფრენები დავიწყოთ პარიზის, ვენის, ბერლინის მიმართულებით
views 534
უკან

1 თებერვლიდან საქართველოს ცა რეგულარული ავიამიმოსვლისთვის იხსნება. თუმცა, რა პირობებით, ამ დრომდე ცნობილი არ არის. საკოორდინაციო საბჭო, ახლა მსჯელობს და აყალიბებს იმ წესებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლისა და გასვლისთვის იქნება საჭირო. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია ამბობს, რომ ისინი მზად არიან, რეგულარული ავიამიმოსვლა ისეთ მიმართულებებზე დაიწყონ როგორებიცაა: პარიზი, ვენა, ბერლინი და ამსტერდამი.

ბოკერიას თქმით, როგორც კი წესები დადგინდება, შესაბამის პროცედურებს დაიწყებენ და რეგულარულ ფრენებს განაახლებენ, თუმცა, რა სიხშირით და კიდევ რა მიმართულებებზე, ეს მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.

“ფრენის განსახორციელებლად მზად ვართ, თუ მოთხოვნა იქნება. მაგრამ ეს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, როგორი იქნება მეორე ქვეყნის აეროპორტის წესები და მეორე, რამდენად იქნება მოთხოვნა იმ მიმართულებებზე, სადაც მკაცრი წესებია შესასრულებლად”,- ამბობს რომან ბოკერია და აღნიშნავს, რომ ქართველ ვიზიტორს შეიძლება არ უღირდეს ისეთ ქვეყანაში გაფრენა, სადაც 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.

რაც შეეხება ავიაბილეთების ფასებს, ბოკერია ამბობს, რომ ავიაკომპანია საფასო პოლიტიკას არ ცვლის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა