მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია და საფრანგეთი 85 რუს დიპლომატს აძევებენ

624b4789227c3
გიორგი თოლორდავა
04.04.22 23:45
1779
უკრაინაში შეჭრისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, გერმანიის და საფრანგეთის მთავრობებმა 85 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთის საელჩოს ოფიციალურად ეცნობა ინფორმაცია 40 რუსი დიპლომატის „არასასურველ პიროვნებად“ გამოცხადების შესახებ, აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება ერთ კვირაში მოუწევთ.

ბერბოკის შეფასებით, ბუჩაში განვითარებული მოვლენები იმ წარმოუდგენელი სისასტიკის დამამტკიცებელი საბუთია, რომელსაც რუსული სამხედრო ძალები უკრაინელი მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებენ.