მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია მოსახლეობის რევაქცინაციას განიხილავს

61964b7aae4b4
ნათია თაქთაქიშვილი
18.11.21 21:17
946
გერმანიის მთავრობა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, მოსახლეობის რევაქცინაციას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს მიზანია წლის ბოლომდე 20-დან 25 მილიონამდე ადამიანის რევაქცინაცია მოახერხოს, რისთვისაც კვირაში 4 მილიონამდე აცრის ჩატარება იქნება საჭირო.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, ვაქცინის დამატებითი დოზა არამხოლოდ გაზრდის ინდივიდუალურ დაცვას, არამედ ხელს შეუწყობს ზოგადად ვირუსის გავრცელების შეკავებას.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განცხადა, რომ ქვეყანაში დრამატული ეპიდსიტუაციაა, რადგან მეოთხე ტალღა ქვეყანას მთელი ძალით ურტყამს. მისი თქმით, ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება ქვეყანაში.

"რობერტ კოხის ინსტიტუტის" მონაცემებით, ოთხშაბათს, გერმანიაში კოვიდინფიცირების ახალი 52,826 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 294 პაციენტი. ამ დრომდე ქვეყანაში 5.1 მლნ შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან კორონავირუსს 100 000 ადამიანი შეეწირა.