მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის 100 მილიონ დოზას შეიძენს

5fb0eb5e6177d
BM.GE
15.11.20 12:38
1340
Bloomberg-ის ინფორმაციით, გერმანია საწყის ეტაპზე Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შექმნილი COVID-19-ის ვაქცინის 100 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს. არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია გაზაფხულზე დაიწყება. 

გამოცემა Die Welt-ის თანახმად, გერმანიაში მასობრივი ვაქცინაციისთვის შესაბამის სივრცეებად ქალაქებში არსებული საგამოფენო ცენტრები განიხილება. 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა შაბათს ქვეყნის 16 მხარის მმართველთან ერთად არსებული ნაწილობრივი ლოქდაუნის ზომების შესახებ გამართა კონსულტაციები. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გამკაცრებული ზომები ძალაში ნოემბრის შემდგომაც დარჩება.