მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია ვაქცინაციის ტემპების გასაზრდელად რუსული და ჩინური ვაქცინების გამოყენებას განიხილავს

6018120d8ec38
ნათია თაქთაქიშვილი
01.02.21 21:20
1114
გერმანიამ შესაძლოა რუსული და ჩინური წარმოების ვაქცინა გამოიყენოს, რომლის მიზანი ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპების დაჩქარება იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

როგორც გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი, იენს შპანი აცხადებს, ქვეყანა რუსული Sputnik-V-ისა და ჩინური ვაქცინის დამტკიცების საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავს და ისინი მზად არიან ვაქცინის გამოყენებისთვის თუ მათ ევროკავშირის მარეგულირებელიც დაამტკიცებს.

შპანის განცხადებით, რუსული და ჩინური ვაქცინის გამოყენება შესაძლოა ქვეყანას პანდემიის დამთავრებაში დაეხმაროს.

„ძალიან მწყინს, როდესაც ვიგებ, რომ კორონავირუსის პანდემია ამდენ ადამიანს აზარალებს, მათ შორის არის მძიმე ტრაგედიებიც... თუმცა, თუ ვაქცინაციის ტემპებს დავაჩქარებთ და მოსახლეობის 70%-ს ავრცით, პადემიის მსხვერპლთა რაოდენობაც შემცირდება“,-განაცხადა შპანმა.