გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირობა დადო, რომ თავიდან აიცილებს მორიგ "ლოკდაუნის“ ქვეყნის მასშტაბით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გერმანიაში კვლავ მზარდია. ამის შესახებ CNBC წერს.
მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, გერმანიაში ვირუსის მეორე ტალღა შეიძლება ითქვას რომ ჯერ არ არის ისეთი მწვავე, თუმცა, ინფიცირების შემთხვევები მზარდია. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიამ ეკონომიკის გახსნა ზაფხულში დაიწყო, საფრანგეთის, ესპანეთისა და ბრიტანეთის მსგავსად ინფიცირებულთა შემთხვევების ზრდას არ განიცდის ჯერჯერობით.
პირველი ტალღის დროს, ქვეყანამ ასე თუ ისე მოახერხა ვირუსის მართვა და დაღუპულთა რაოდენობითაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. ამჯერად საინტერესოა, როგორ გაუმკლავდება ქვეყანა მეორე ტალღას.
"ჩვენ გვინდა რეგიონულად მოქმედება, მიზანმიმართულად და წერტილოვნად, ვიდრე მთლიანი ქვეყნის დახურვა – ეს თავიდან უნდა ავიცილოთ ნებისმიერ ფასად“, – განაცხადა მერკელმა რამდენიმე დღის წინ რეგიონის ლიდერებთან შეხვედრისას.
"ჩვენ ბევრი ვისწავლეთ და ზაფხულის პერიოდს კარგად გავართვით თავი“, – დასძინა მან.
კანცლერის თქმით, ამჟამინდელი ინფიცირების დონიდან გამომდინარე, გერმანიაში წლის ბოლოს შესაძლოა დღეში ინფიცირების 19 000–ზე მეტი შემთხვევაც დაფიქსირდეს.
"ძირითადი სტრატეგია არის ის, რომ შევინარჩუნოთ ინფიცირების დაბალი დონე იმ ნიშნულზე, რომ შევძლოთ ინფექციის გავრცელების ჯაჭვის გამოკვლევა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ გვინდა სკოლები და ეკონომიკა დარჩეს ღია“, – განაცხადა JPMorgan-ის ეკონომისტმა ევროპაში გრეგ ფუზესიმ.
მისივე თქმით, სტრატეგიას აქვს სამი ელემენტი – ხელახალი აქცენტირება ჰიგიენასა და დისტანცირების წესებზე, ტესტირებისა და ინფიცირების წყაროების გამოკვლევის სისტემა, და "ცხელი წერტილის სტრატეგიის“ გაძლიერება.
რეგიონებს მოუწევს კერძო შეკრებებზე დამსწრეთა რაოდენობა 50-მდე შეზღუდონ თუ 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი 35-ს გადააჭარბებს. თუ 50-ს გადააჭარბებს, მაშინ შეკრებებზე ადამიანთა რაოდენობა 25-მდე უდა შეიზღუდოს. გარდა ამისა, 50 ევროთი დაჯარიმდება ის პირი, რომელიც ეპიდემიოლოგებს მიაწვდის არასწორ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვისთან ჰქონდა კონტაქტი.
ამგვარად, როგორც ჩანს, ევროპელი მეზობლებისგან განსხვავებით, გერმანია არ აპირებს მთლიანი ქვეყნის "ლოკდაუნს“, რაც ქვეყანას მორიგ გრძელვადიანი ეკონომიკურ ზიანს მოუტანს.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში გერმანიაში ინფიცირების 834 შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში დადასტურებულია კოვიდ-ინფიცირების 296 364 შემთხვევა, დაიღუპა 9 588 პაციენტი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის