მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში დასაქმება 95 000-მდე მსურველიდან ჯერ მხოლოდ 271-მა შეძლო

61800cb04fa7a
ანუკა ჯოხაძე
01.11.21 21:15
501
გერმანიაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმება 95 000-მდე მსურველი საქართველოს მოქალაქიდან ჯერ მხოლოდ 271-მა შეძლო. ცნობისთვის, ამჟამად, საქართველოს შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული 3 პარტნიორ ქვეყანასთან აქვს, კერძოდ ისრაელის სახელმწიფოსთან, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საფრანგეთთან.

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება 2021 წლის პირველ ნახევარში დაიწყო.

როგორც დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პირველი ჯგუფი 14 აპრილს გაემგზავრა, დღეის მდგომარეობით კი სულ 271 საქართველოს მოქალაქე დასაქმდა.

მათივე განმარტებით, ნაწილი მათგანისთვის  შესაბამისი შრომითი ნებართვით განსაზღვრული ვადა ამოიწურა და სამშობლოში უკვე დაბრუნდნენ.

ამასთან, გერმანია სახელმწიფო პროგრამით დასაქმებულების ერთ-ერთ ჯგუფს ადგილზე პრობლემები შეექმნა. რის გამოც ამ ეტაპზე სასამართლო დავაც მიმდინარეობს. აპლიკანტები დაბალი ანაზღაურების, გაუსაძლისი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გათვალისწინებით, სახელმწიფოს 18 000-ლარიან კომპენსაციებს სთხოვენ. სასამართლო პროცესი საქმეზე 21 დეკემბერსაა ჩანიშნული.