მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში დასაქმების პროგრამა წელსაც გაგრძელდება, უკვე 18 ადამიანი დასაქმდა - სააგენტო

620f4f14844b8
მარიამ ვარადაშვილი
18.02.22 11:52
3738
გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამა, რომელიც 2021 წელს დაიწყო წელსაც გაგრძელდება. ამის შესახებ BMG-ის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს ინფორმაციითვე, 2021 წელს გერმანიაში ამ პროგრამით, ჯამში, 308 ადამიანი დასაქმდა, მაშინ როცა პორტალზე რეგისტრაცია თითქმის 100 ათასმა მოქალაქემ გაიარა.

“გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმება არასდროს ყოფილა დროში შეზღუდული. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს მოქალაქეთა დასაქმება სტაბილურად მიმდინარეობდა 2021 წელს და გაგრძელდება როგორც 2022, ასევე მომდევნო წლებშიც. წელს უკვე აღნიშნული შესაძლებლობით ისარგებლა 18-მა პირმა”, - აცხადებენ სააგენტოში.

საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დროებით დასაქმება გერმანიაში ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებით გახდა შესაძლებელი. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეუძლიათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში გასული წლის 1 აპრილიდან დაიწყო, რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდან იყო შესაძლებელი. ოფიციალური განცხადებების მიხედვით, დროებით დასაქმებულები საათში 9.5 ევროს (დარიცხული) მიიღებდნენ ანაზღაურების სახით. დასაქმების პროგრამაზე საქათველოდან პირველი ჯგუფი აპრილში გაემგზავრა. მაისში გამგზავრებული ერთ-ერთი ჯგუფის წევრები შრომის მძიმე პირობებზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ხელფასს გაცილებით ნაკლებს იღებენ, ვიდრე დაპირება იყო.