მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Metro Production-ი გერმანიაში ფრანჩაიზით შედის

647f4017c3d46
ნანუკა ნარიმანიძე
07.06.23 01:00
740
სარეკლამო სააგენტო Metro Production საერთაშორისო მასშტაბების დასაპყრობად ემზადება და გერმანიაში ფრანჩაიზით შედის - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებლებმა სანდრო გაბილაიამ და მაია გურაბანიძემ გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას ისაუბრეს.

“ბოლო 7-8 წელია ვმუშაობთ საერთაშორისო კომპანიებთან, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გავიდეთ, ჩვენი კომპანიის ფრანჩაიზი ფუნქციონირებას იწყებს გერმანიაში, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერი კეი რიხტერი იქნება, რომელსაც ისეთ ბრენდებთან ერთად აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა Levi’s, Prada და ა.შ.

გერმანელი პროდიუსერი ქართულ "ფროდაქშენში" დიდ პოტენციალს ხედავს და საქართველოს, როგორც გადასაღები ადგილმდებარეობის პოპულარიზაციას გეგმავს. ამასთან, წლის მანძილზე ძალიან ბევრი სააგენტო იყრის თავს ბერლინში, მიუნხენსა და ჰამბურგში, სადაც ძალიან ბევრი შეხვედრას გვაქვს დაგეგმილი, საქართველოს მიმართ სააგენტოების ასეთი ინტერესი ძალიან დიდ იმედსა და მოტივაციას გვაძლევს.

"ფროდაქშენის" მიმართულებით აქტიური ქვეყნები ყოველთვის იცვლება, ახლა ძალიანაა გააქტიურებული პორტუგალია და ესპანეთი, გერმანიის შემდეგ, სწორედ ამ ბაზრებზე შევალთ, თუმცა, ამ ეტაპზე, გერმანიაზე ვიქნებით კონცენტრირებულები, რადგან ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა”, - აღნიშნავს მაია გურაბანიძე

Metro Production ერთ-ერთი წამყვანი სარეკლამო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 10 წლის წინ დაარსდა და 25-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები