მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის აეროპორტები 2021-ში $1.75 მილიარდის ზარალს ელოდებიან

615476da01684
ნათია თაქთაქიშვილი
29.09.21 20:40
802
გერმანიის აეროპორტების ასოციაციის (ADV) განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო მიმოსვლა შედარებით აღდგა, აეროპორტები 2021-ში $1.75 მილიარდის ზარალს ელოდებიან, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით მაინც ნაკლებია (2020 – 1.75 მილიარდი აშშ დოლარი).

ასოციაციის ხელმძღვანელმა შტეფან შულტემ ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აეროპორტების ეკონომიკური მდგომარეობა ამჟამად რთული რჩება, რადგან ზაფხულში უფრო მეტი მგზავრი იყო.

„მგზავრების რაოდენობა 2021 წელს, სავარაუდოდ, 35%-ით ნაკლები იქნება 2019 წელთან შედარებით“, - განაცხადა შტეფან შულტემ.

შულტეს თქმითვე, აეროპორტები 2019 წლის მაჩვენებლებს 2024 წლის შემდეგ მიაღწევენ.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის აეროპორტებმა გასულ წელს პანდემიის გამო 2.1 მილიარდი ევრო იზარალეს.