ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეჩერება ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ სასჯელია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველს“ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებული ურთიერთობის შეფასებისას განუცხადა.
ფინანსისტის თქმით, ის ნელ-ნელა იხრება იმ პოზიციისკენ, რომ რუსეთის დაკვეთით პროექტის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული შეტევა მიმდინარეობს.
"ვფიქრობ, რომ პროექტის ჩაშლის საფრთხე საკმაოდ მაღალია, რადგან იმ ფონზე, როცა მთავრობა სრულ მხარდაჭერას უნდა იჩენდეს მსგავსი პროექტის მიმართ, ამის ნაცვლად, უკვე წელიწადნახევარია გვაქვს ნეგატიური რიტორიკა მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან. ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით მაინცდამაინც ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ. რატომ დუმს მთავრობა?! ალბათ იმიტომ, რომ თავადაც ხვდებიან, რომ პოლიტიკურად ძალიან არაპოპულარული იქნება ამ ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტის შეჩერება. ჩვენ ყველამ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება და ასევე კარგად ვიცით, ვინ არის სინამდვილეში დამნაშავე იმაში, რომ ეს პროექტი არ ხორციელდება - სინამდვილეში ეს არის მთავრობა, რომელიც ვითომ რაღაცა ვადებს აძლევს კონსორციუმს და მეორე მხრივ, მხარს არ უჭერს მას - ეს არის ვირეშმაკული პოზიცია, რომლითაც სინამდვილეში ვერავის ატყუებს. ხალხი კარგად ხედავს, რომ მთავრობა კონკრეტულად ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ არის ნეგატიურად განწყობილი, რადგან მათ პოლიტიკური ამბიციები დააფიქსირეს და ამ პროექტის შეჩერება არის სასჯელი ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ“, - განაცხადა ბედინეიშვილმა.
ცნობისთვის: გასული წლის 31 დეკემბერს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მთავრობისთვის იმ ხელშეკრულებების წარდგენის ვადა ამოეწურა, რაც საერთაშორისო ბანკებთან სესხის გამოყოფას და ასევე, პოტენციური ინვესტორის დახმარებით, საკუთარი კაპიტალის შევსებას ეხება.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კონსორციუმმა აღნიშნული ვალდებულებები არ შეასრულა. თავად კონსორციუმი საკითხზე განმარტებებს მას შემდეგ გააკეთებს, რაც ანაკლიის პორტის პროექტის მომავალზე მთავრობა უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა