მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესები იმაზე უფრო ჩუმად არიან, ვიდრე ასეთ დროს უნდა იყვნენ"- გიგა ბედინეიშვილი

640c798a7629f
BM.GE
11.03.23 17:10
677
“ბიზნესები მაინც იმაზე უფრო ჩუმად არიან, ვიდრე ასეთ დროს უნდა იყვნენ,” - ამის შესახებ გადაცემა “ანალიტიკაში” ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა. ბედინეიშვილის მოსაზრებით, კერძო სექტორმა უნდა დაინახოს, რომ ქვეყანაში მკვეთრი და ხარისხობრივი ცვლილება აუცილებელია.

“ბიზნესების მხრიდან პროტესტის ხმა კანტი-კუნტად მესმოდა, იმედია, ეს გამოსწორდება. როდესაც ბიზნესი იგრძნობს, რომ ქარი სხვა მხარეს უბერავს მას ეს დამცველობითი სტრატეგია ყოველთვის ახასიათებს. მას ზედმეტი რისკის შექმნა, იქ სადაც მიაჩნია, რომ რისკი შედარებით ნაკლებია, არ უხარია.

ბიზნესი ყოველთვის პრაგმატულად აზროვნებს. მაგრამ ეს პროცესი, რომელიც აუცილებლად უნდა შეცვლილიყო, თუ არ შეიცვლებოდა რისკები მხოლოდ გაიზრდებოდა. რისკების ზრდასთან ერთად კი საინვესტიციო რისკები გაიზრდება. თუკი ასე შენარჩუნდება სასამართლოს თვალსაზრისით, საგნობრივი წინსვლა არასდროს გვექნება და ბიზნესის კეთება ამ ქვეყანაში რთული იქნება. ბიზნესმა უნდა დაინახოს, რომ მნიშვნელოვანი მკვეთრი და ხარისხობრივი ცვლილება ამ ქვეყანაში აუცილებელია.”- აღნიშნა ბედინეიშვილმა.