„ჯინო ჰოლდინგმა“ საქართველოში ყველა ბიზნესი დროებით დახურა. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა და მფლობელმა ნოდარ გიორგაძემ განუცხადა. წარმოშობით ქართველი, თუმცა ახლა სლოვაკეთში მცხოვრები ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძე ყვება, რომ "საქართველოში მისი ყველა ინვესტიცია უფრო ემოციებით არის განხორციელებული, ვიდრე მოგების ნახვის მიმართულებით". "აქ არსებულ ბიზნესებს არც პანდემიამდე მოჰქონდა მოგება, მეტიც პერიოდულად მათ განვითარებაში მილიონობით ლარს ვდებ", - დასძინა ინვესტორმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში „ჯინო ჰოლდინგი“ დღეისთვის "ჯინოს" ბრენდის ქვეშ რაბათსა და მცხეთაში - ორ სასტუმროს და თბილისის ზღვაზე მოქმედ აკვა-პარკს "ჯინო ფერედაისს" მართავს.
„პანდემიის პერიოდში საქართველოში ბიზნესის წარმოება გამიჭირდა, რადგან აქ ყველაფერი დაიკეტა, გარდა მშენებლობისა. სასტუმროები „ჯინო ველნეს მცხეთა“ და „ჯინო ველნეს რაბათი“, დღეისთვის აკვაპარკი - „ჯინო ფერედაისიც“ დაკეტილია. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ოპერირების უფლება გვქონდა, სეზონი ძალიან სუსტი აღმოჩნდა, რადგან პანდემიის გამო ხალხი შეშინებული იყო. შევეცადე რამდენიმე თვე საკუთარი ფინანსებით დამეფარა ყველა ხარჯი, რაც კომპანიების შენახვას სჭირდებოდა, მათ შორის სახელფასო ფონდი, საშემოსავლო და ა.შ., მაგრამ ოქტომბერ-ნოემბრიდან, იმის გამო, რომ ყველაფერი დაკეტილი გვაქვს, დასაქმებულების მხოლოდ 35%-40% შევინარჩუნეთ, ხოლო შექმნილი სიტუაციის გამო, იძულებული ვიყავი, დანარჩენები უხელფასო შვებულებაში გამეშვა; ჩემთვის ეს ძალიან რთული გადასაწყვეტი იყო, რადგან დასაქმებულების უკან მათი ოჯახებია“, - განაცხადა ნოდარ გიორგაძემ.
ინვესტორი აღნიშნავს, რომ ამ პირობებში საქართველოში ბიზნეს აქტივობის შენარჩუნება ფინანსურად უბრალოდ შეუძლებელი იყო.
„პანდემიის გამო ჩვენი ჯგუფი ხარჯი, დამატებით, დაახლოებით, 1.5 – 2 მლნ ლარის ფარგლებშია. ეს ჩემი კომპანიისა და ოჯახისთვის ისეთი დანახარჯია, რომლის ამოღების პოტენციალს უახლოეს პერიოდში ვერ ვხედავ“, - უთხრა BM.GE-ის „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა.
უფრო ვრცლად, რა საინვესტიციო პორტფელს ფლობს სლოვაკეთის მოქალაქე, წარმოშობით ქართველი ნოდარ გიორგაძე სლოვაკეთსა და საქართველოში, ასევე, რა საინვესტიციო გეგმები აქვს ჩვენს ქვეყანაში - ვრცელ ინტერვიუს ინვესტორთან BMG-ის და Forbes-ის ერთობლივ გადაცემა “Forbes კვირაში“ 22 ნოემბერს, 11:00 საათზე იხილავთ.
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა