მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ჩიქოვანს ჯაბა ხმალაძე შეცვლის - ცვლილებები სახელმწიფო ენერგოკომპანიებში

629fb12aa4523
ნინო ტაბატაძე
08.06.22 08:55
1420
ცვლილებები სახელმწიფოს ენერგეტიკულ კომპანიებში. ენერგეტიკის განვითარების ფონდს ჯაბა ხმალაძე უხელმძღვანელებს.

ხმალაძე, ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით,  ფონდის დირექტორად ოფიციალურად უკვე დაინიშნა, მას შემდეგ, რაც ყოფილი დირექტორი გიორგი ჩიქოვანი „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ხელმძღვანელი გახდა და გივი ბახტაძე შეცვალა.

თავად ბახტაძე კარიერას „გარდაბნის თბოსადგურის“ მენეჯმენტში გააგრძელებს და დირექტორის სავარძელს დაიკავებს. ამ დრომდე თბოსადგურს ჯაბა ხმალაძე ხელმძღვანელობდა.  მანამდე იყო "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალური დირექტორი. 

რა გახდა ცვლილებების მიზეზი, ოფიციალური განცხადებები, არ გაკეთებულა.

"საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი"  2010 წლის 13 დეკემბერს დაარსდა. მისი აქციების 100%-ის მფლობელია სახელმწიფო. ფონდის მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაციას, შესაბამისი ფონდების მოძიების, პროექტების განვითარებისა და მათი ეფექტიანი განხორციელების გზით.