მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია DFC-ისთან პარტნიორობის წარმატებულ მაგალითად ფოთში PACE-ის ტერმინალის პროექტს ასახელებს

5f3f6e8fbcc87
შოთა ტყეშელაშვილი
21.08.20 10:40
1230
"შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) და აშშ-ის საელჩოს ნიჭიერ პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობით გავაგრძელებთ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას", - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია DFC-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებას, რომელიც ადამ ბოელერმა Twitter-ში გამოაქვეყნა

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის და ადამ ბოელერის მხარდაჭერას განსაკუთრებით აფასებს.

„ძალიან ვაფასებ საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის და ადამ ბოელერის მხარდაჭერას. ამ უწყების და აშშ-ის საელჩოს ნიჭიერ პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობით გავაგრძელებთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას”, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC, ყოფილი OPIC) აღმასრულებელ დირექტორ ადამ ბოელერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში DFC-ის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. განსაკუთრებულად აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის როლი საქართველოში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, მათ შორის, პანდემიის პირობებში.

პრემიერმა პარტნიორობის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად, ფოთში "პეის ტერმინალისთვის" დაფინანსების სახით გამოყოფილი $50 მილიონი დაასახელა, რომლითაც PACE-ი ახალი ნავმისადგომის და ტერმინალის მშენებლობის პროექტს ახორციელებს.