მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილი თავის თავსა და ქვეშევრდომებს საერთაშორისო პასუხისმგებლობას არიდებს - გახარია

ივანიშვილი გახარია

ეროვნული ბანკის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, საბანკო ანგარიშებზე წვდომის აღდგენის გადაწყვეტილებას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარია, X-ზე (Twitter) ეხმაურება. 

"ივანიშვილი აშშ-ის სანქციებს, ეროვნული ბანკის გავლით, სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორისთვის საბანკო ანგარიშებზე წვდომის აღდგენით არღვევს. ივანიშვილი არა მხოლოდ ყველა ინსტიტუტს აკონტროლებს, არამედ საკუთარ თავსა და თავის ქვეშევრდომებს საერთაშორისო პასუხისმგებლობას არიდებს, საქართველოს რუსეთისკენ უბიძგებს, დასავლეთის კი - აშორებს", - წერს გახარია.

14 სექტემბერს საქართველოს ყოფილი გენერალური დირექტორი აშშ-ის სანქცირებულთა სიაში მოხვდა. ოთარ ფარცხალაძე საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა, რომელსაც უცხოური მედია ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები