მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის პრემიერს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს

5e8b3d009e9a0
თელარა გელანტია
06.04.20 18:28
998
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

მთავრობის მეთაური "ტვიტერზე" წერს, რომ ბრიტანელი ხალხი და მთავრობა დაძლევს ახალ კორონავირუსს და ამ გამოწვევას ისევე, როგორც ამას ყოველთვის ახერხებდა ერის მთელი ისტორიის მანძილზე.

“საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბორის ჯონსონს. დარწმუნებული ვართ, რომ ბრიტანელი ხალხი და მთავრობა დაძლევს ახალ კორონავირუსს და ამ გამოწვევას ისევე, როგორც ამას ყოველთვის ახერხებდა ერის მთელი ისტორიის მანძილზე“, - აღნიშნავს გიორგი გახარია.