მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

5e26e870b16f1
ინგა მურუსიძე
21.01.20 16:05
790
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

როგორც bm.ge-ის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი სიმონეტა სომარუგა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

აღსანიშნავია, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა წელს კლიმატური ცვლილებებია.

დავოსის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც წელს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს.

საქართველოს დელეგაციას ფორუმზე პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია 30-მდე მაღალი დონის შეხვედრას გამართავს, მათ შორის როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან.