მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: მივეცი ხმა საქართველოს, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ

5f9d142055769
ინგა მურუსიძე
31.10.20 10:12
716
"მივეცი ხმა საქართველოს, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერმა თავისი არჩევანი მეუღლესთან ერთად დააფიქსირა. გახარია ამბობს, რომ ხმა საქართველოს მომავალს მისცა.

„წინასაარჩევნო გარემო/კამპანია აკმაყოფილებდა ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნებს. მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოს;
სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების, ღირსების ფასი.

მივეცი ხმა საქართველოს, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს. ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, მომავალს მივეცი ხმა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.