მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: მთავრობა 6 თვის განმავლობაში სასტუმროების სესხებზე პროცენტს თავად გადაიხდის

5e6b5ef32a2e8
შოთა ტყეშელაშვილი
13.03.20 14:14
15474
გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. პრემიერმა წარადგინა ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი, რომელიც კორონავირუსისგან გამოწვეული ნეგატიური ეფექტრის შერბილებას ისახავს მიზნად. მათ შორისაა სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის თანაგადახდის დაწყება, რაც თავად ტურისტული სექტორის მოთხოვნას წარმოადგენდა. 

"ძალზედ კარგად აპრობირებული მექანიზმი, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის საპროცენტო განაკვეთის დაფინანსების მექანიზმი, აქ გავზარდეთ სასტუმროების ნორმა, 4 ნომრიდან 50 ნომრამდე ზომის სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთს მოემსახურება სახელმწიფო. ეს შეეხება დაახლოებით 2,000 სასტუმროს.

მთავრობა ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ დარგებსა და კომპანებს, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებს, საექსკურსიო კომპანიებსა და სხვა სფეროებს 4 თვით, პირველ ნოემბრამდე გადაუვადებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს, რაც ნიშავს იმას, რომ ეს შეეხება 18 000 კომპანიას, რომელიც ოპერირებს დღეს საქართველოში და 50 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს. ეს დამატებით დატოვებს ამ სექტორში 4 თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი ივნისი) დაახლოებით 100 მილიონზე მეტ ფინანსურ რესურსს. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაგეგმილი 600 მილიონი დასაბრუნებელი დღგ-ს ნაცვლად ეს თანხა გაორმაგდება და ჩვენს ეკონომიკას, კომპანიებს დაუბრუნდებათ დამატებით 600 მილიონი, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 წლის განმავლობაში ეკონომიკას დაუბრუნდებს 1 მილიარდ 200 მილიონი დღგ-ს საშუალებით ფინანსურ რესურსს,"- ამბობს პრემიერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები