მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთიდან ვიზიტები 290%-ით გაიზარდა - უვიზო რეჟიმის ეფექტი

საქართველო-ჩინეთი

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩინეთიდან ვიზიტები მზარდია. გასული წლის 11 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. შესაბამისად, მათ ტურისტული მიზნებისთვის უვიზოდ შემოსვლა და 30 დღე ყოფნა შეუძლიათ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში ჩინეთიდან 9 905 ვიზიტი შედგა, რაც წლიურად 290%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო პანდემიამდელი 2019 წლის მონაცემებს 70.6%-ით აჭარბებს. საერთაშორისო ვიზიტების მიხედვით TOP 15 ქვეყანას შორის ჩინეთი მე-14 ადგილზეა.

ამასთან, ჯამურად, 2023 წელს, ჩინეთიდან რეკორდული 48 304 ვიზიტი დაფიქსირდა. იქამდე, ჩინეთიდან ყველაზე მეტი, 48 071 ვიზიტი, პანდემიამდელ 2019 წელს განხორციელდა.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ჩინეთიდან ტურისტების სწრაფი ზრდის პოტენციალი არსებობს.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამაც დააწესა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები