მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

5df1d7b9020ec
ინგა მურუსიძე
12.12.19 09:57
899
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.

როგორც bm.ge-ის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ვიზიტის გიორგი გახარია უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდება. მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის სამიტში, რომელსაც კიევი მასპინძლობს. სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურების პლენარული სხდომის შემდეგ დაგეგმილია ლიდერების ერთობლივი განცხადებები, ასევე - რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერა.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებიან.