მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოინფრასტრუქტურის აღსადგენად WB უკრაინას $200 მლნ-ს გამოუყოფს

6437af953c345
მარიამ ვარადაშვილი
13.04.23 11:35
581
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად მსოფლიო ბანკი უკრაინას 200 მლნ დოლარს გამოუყოფს.

სახსრები გამოიყოფა ფონდიდან, რომელიც ბანკმა შექმნა უკრაინის მთავრობის დასახმარებლად და სახელმწიფო მომსახურების უზრუნველსაყოფად და უკრაინისთვის დახმარების განსახორციელებლად. როგორც მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ რელიზში წერია, გამოყოფილი თანხა გადამცემი ხაზების აღდგენასა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.

“მეორე წელია რუსეთის ინტერვენციას დამანგრეველი ეკონომიკური და ჰუმანიტარული შედეგები აქვს. ომმა ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრაქსტრუქტურას 11 მილიარდი დოლარის ზიანი მიაყენა, შედეგად ენერგოსექტორი ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებულია და მყისიერ დახმარებას საჭიროებს”,-განაცხადა მსოფლიო ბანკის საოპერაციო დირექტორმა ანნა ბჯერდემ.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, გასული წლის შემოდგომასა და ზამთარში რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის 50%-ზე მეტი დაზიანდა, რის გამოც მილიონობით უკრაინელს ენერგომომარაგების, გათბობისა და წყალმომარაგების პრობლემები შეექმნა. ყველაზე მეტად დაზარალდა ხარკოვის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები