მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია შრომის კოდექსთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

5d9f19b88ab4a
შოთა ტყეშელაშვილი
10.10.19 16:05
10839
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შრომის კოდექსში შესატანი შესაძლო ცვლილებების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მსგავსი ცვლილებების მიღება ბიზნესთან შეთანხმების გარეშე არ მოხდება.

“შრომის კოდექსთან დაკავშირებით, დღეს აქ ბიზნესის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს ამ საკითხზე. შრომის კოდექსის რაღაც ცვლილებები, რაზეც საუბრობთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროექტი. ამ პროექტს ჯერ ოფიციალური სახე არ მიუღია.

[bm.ge: პარალელურად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების კანონპროექტი უკვე პარლამენტში შემოვიდა] არაფერი არ მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად, არაფერი არ მოხდება ისეთი, რაც ხელს შეუშლის ეკონომიკურ განვითარებას.

[bm.ge: თქვენ მოგწონთ დაგეგმილი ცვლილებები?] არაფერი არ მინახავს,”- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ შრომის კოდექსთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა აქვს მომზადებული "ქართული ოცნების" დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილს, რაც ქვეყანაში მინიმალური ხელფასის დაწესებას, ზეგანაკვეთური სამუშაოს შეზღუდვას, ზეგანაკვეთის დამატებით ანაზღაურების განსაზღვრას, შეთავსებითი სამუშაოს რეგულირებას, საწარმოს გაყიდვის დროს, დასაქმებულთა უფლებების განსაზღვრას და კიდევ სხვა საკითხებს ეხება. დოკუმენტი ჯერ-ჯერობით პარლამენტში არ არის ინიცირებული. 

ამ დროისთვის პარლამენტში მხოლოდ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების კანონპროექტი არის შესული, რომელიც ზეგანაკვეთურ მუშაობს კვირაში 8-საათიან ლიმიტს უწესებს.