მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი კაკაურიძე: საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსების წინააღმდეგი ვარ

6166a3bc961e8
შოთა ტყეშელაშვილი
13.10.21 13:15
1729
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ საპარტნიორო ფონდის საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადასვლის წინააღმდეგია. 

“საპარტნიორო ფონდი არასოდეს ფინანსდებოდა ბიუჯეტიდან; ახლა რომ ითხოვს დაფინანსებას, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ უკვე მისცა ფინანსთა სამინისტრომ <თანხა>. მე წინააღმდეგი ვარ, რომ საპარტნიორო ფონდი დაფინანსდეს ბიუჯეტიდან,” - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

თავად საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე კი BMG-ისთან აცხადებს, რომ ფონდი შემოსავლების გარეშე დარჩა, რის გამოც ის საბიუჯეტო დაფინანსებაზე უნდა გადავიდეს.

ამავე პოზიციას ემხრობა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც, რომელიც მიიჩნევს, რომ ზარალიანი ფონდის საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანა “გამჭვირვალობას” გაზრდის.

"ბიუჯეტიდან დაფინანსება საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ გაკონტროლდეს, თუ სად მიდის თითოეული ლარი", - აღნიშნა მინისტრმა.

2022 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი საპარტნიორო ფონდისთვის 0 ლარს ითვალისწინებს, შესაბამისად, ჯერჯერობით, ფონდისთვის სახელმწიფო დაფინანსებაზე გადაყვანის და მისი რეგულარული ზარალის გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან დაფარვის გადაწყვეტილება მთავრობას არ მიუღია.

თავად “საპარტნიორო ფონდმა” ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 1 მილიარდ ლარზე დიდი ზარალი განიცადა. ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ფონდი ვერც ვალების დაფარვას ვეღარ ახერხებს. 2021 წლის სექტემბერში ფონდს 32 მილიონი ევროს ვალი უნდა დაეფარა შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის მიმართ, თუმცა უსახსრობის გამო ბანკთან კრედიტის რეფინანსირება მოახდინა და ვალის დაფარვაც 2 წლით გადაავადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები