მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი კანდელაკი: Wizz Air-ისა და Ryanair-ისთვის არჩევნებამდე ფრენის აკრძალვა სიბრიყვეა

5f16e9e91e1c7
თელარა გელანტია
21.07.20 17:12
1021
"ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ მთავრობის პრინციპული გადაწყვეტილებაა, არჩევნებამდე იყოს რაც შეიძლება ცოტა და ძვირი ფრენა და რომ, ფაქტობრივად, იკრძალება „ვიზეარის“ და „რაინეარის“ რეგულარული რეისები არჩევნებამდე, რითაც მთავრობა შიმშილისთვის წირავს ტურიზმის სფეროზე დამოკიდებულ ათასობით ადამიანს რომელიც იმედის თვალით შეყურებდა ამ ორი ავიაკომპანიის რეგულარული რეისების განახლებას,“ - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე "ევროპული საქართველოს" წევრმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

ცნობისთვის: დღეს ნათია თურნავამ პირადად დადასტურა, Wizz Air-ი კვირაში 10 ფრენას ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო.

„მთავრობამ განზრახ შექმნა მდგომარეობა, რომელშიც თვითმფრინავით გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც შეუძლია ბილეთში ასტრონომიული ფასის გადახდა და აქვს პრივილეგია თავი აარიდოს კარანტინს - როგორც ეს გვაჩვენა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ან როგორც ეს აქვს თვითონ ნათია თურნავას. კეთილსინდისიერი მოქაალაქეები კი უნდა ისხდნენ კარანტინში,“ - აღნიშნა კანდელაკმა.

დეპუტატის თქმით, ნათია თურნავამ იცრუა, როცა თქვა რომ „რაინეარის” და „ვიზეარისთვის“ ორჯერ ან ერთხელ ფრენა წამგებიანია.

„მოდით ქალბატონო ნათია თავად ავიაკომპანიებმა გადაწყვიტონ, რა არის მათთვის მომგებიანი და რა - წამგებიანი. პანდემიამდე მათი რეისების უმრავლესობა ისედაც კვირაში ორჯერ და მაქსიმუმ სამჯერ ხორციელდებოდა. ამასთან, რა გამოდის, მაგალითად ესტონეთის მთავრობა ბრიყვია და არაკომპეტენტური, როცა საზღვრებს უხსნის საქართველოს და მხოლოდ საქართველოს მთავრობაა ბრძენი?! „ქართული ოცნების“ მთავრობის მიდგომა არამეცნიერულია და უკავშირდება მხოლოდ არჩევნებს”, - განაცხადა კანდელაკმა.