მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი პერტაია: პირდაპირ ვილაპარაკოთ - საბანკო რეგულაციები აუცილებლად უნდა შერბილდეს

5d8622091e9a8
ანუკა ჯოხაძე
21.09.19 17:41
1465
“საბანკო რეგულაციები აუცილებლად უნდა შერბილდეს”- ამის შესახებ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ bm.ge-ის თემაზე საუბრისას განუცხადა.

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი უარყოფითად აფასებს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში გატარებულ საბანკო რეგულაციებს, რომელმაც მისი აზრით, საქართველოს ეკონომიკა შემაცირა.

პერტაიას თქმით, ამ მიმართულებით რეგულაციები მცირედით მაინც შესარბილებელია.

“ფაქტია, რომ საბანკო რეგულაციებმა შეამცირა ეკონომიკა. პირდაპირ ვილაპარაკოთ - საბანკო რეგულაციები აუცილებლად უნდა შერბილდეს. მე მესმის, თავიდან ეს რატომ გატარდა და გასაგებია; იგივე მიკროსაფინანსოებთან დაკავშირებით, იგივე სესხის წლიური ეფექტური განაკვეთის თემა და ა.შ. ასეთი რაღაცეები შეიძლება შეზღუდო, მაგრამ მთლიანობაში რა დონეზეც არის შეზღუდული ახლა, ეს არის მოჭერილი ბოლომდე და ნელ-ნელა უნდა მოუშვან; ძალიან ნელა, მე არ ვამბობ, რომ ბოლომდე იქ უნდა დავბრუნდეთ, სადაც ვიყავით, მაგრამ მე ვფიქრობ, ნელ-ნელა უნდა შეირბილდეს რეგულაციები, სხვანაირად გაგვიჭირდება ეკონომიკის ზრდა“, ამბობს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია.