მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GITA 2020 წელს სტარტაპების განვითარებაში 30 მლნ ლარს დახარჯავს

5e25a28a737d3
ლევან თაღიაშვილი
21.01.20 09:00
2422
GITA 2020 წელს სტარტაპების განვითარებაში 30 მლნ ლარს დახარჯავს.

როგორც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელძღვანელი, ავთანდილ კასრაძე "საქმიან დილაში" აცხადებს, 2020 წელს GITA სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში 30 მილიონ ლარს დახარჯავს.

მისი თქმით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს თანხა ჯამურად 39.5 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა ის დაფინანსების ახალ ეტაპს მოითხოვს.

"2019 წელი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს არსებობის ისტორიაში. მხოლოდ 2019 წელს 12.5 მილიონი ლარის დახმარება გავუწიეთ სტარტაპებს და არამხოლოდ მათ, ზოგადად, ინოვაციების ეკოსისტემას, მათ შორის - რეგიონებს. ბოლო 6 წლის განმავლობაში GITA-ს კონტრიბუცია ეკოსისტემის განვითარებაში იყო 39.5 მილიონი ლარი. რაც შეეხება 2020 წელს, 30 მილიონ ლარს დავხარჯავთ სტარტაპებზე, მეცნიერებზე, მთლიანად იმ პროგრამებზე, რასაც ტექნოლგოებისა და ინოვაციების სააგენტო უზრუნველყოფს”, - განაცხადა კასრაძემ.