მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიტა გოფინათი: IMF-ის ვარაუდით წელს გლობალურ ეკონომიკას ექნება ყველაზე მაღალი რეცესია

5e95be8ba54a3
ნათია თაქთაქიშვილი
14.04.20 23:40
995
დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გახსნა, სადაც შეაფასა COVID-19 პანდემიის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე. როგორც სავალუტო ფონდი აცხადებს, გლობალური ეკონომიკა მოსალოდნელია, რომ 3%-ით შემცირდება 2020 წელს, რაც 2008-2009 წლებში ფინანსურ კრიზისზე უარესი შედეგია.

როგორც IMF-ი აცხადებს, ოპტიმისტური სცენარით, რომელიც გულისხმობს პანდემიის უკან დახევას მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან, გლობალური ეკონომიკა დაიწყებს გაჯანსაღებას და 5.8 პროცენტამდე გაიზრდება 2021 წელს.

როგორც IMF-ის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი გიტა გოფინათი აცხადებს, მსოფლიო ეკონომიკა დრამატულად შეიცვალა ბოლო სამი თვის განმავლობაში. როგორც მან აღნიშნა, ამჟამინდელი კრიზისი არ ჰგავს რომელიმე სხვას, რადგან ეს არის გამოწვევა როგორც ჯანდაცვის სექტორისთვის, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც.

“სავარაუდოდ წელს გლობალურ ეკონომიკას ექნება ყველაზე მაღალი რეცესია, რომელიც კი ოდესმე ქონია ეგრეთ წოდებული „ღრმა დეპრესიის შემდეგ“ (Deep Depression). სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ ეკონომიკური ზრდა შედარებით მოიმატებს 2021 წლიდან, მაგრამ მშპ-ს დონე მაინც დარჩება პრე-ვირუსული ტრენდის ქვემოთ.

სანამ ეკონომიკა გამართულად ვერ ოპერირებს, მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ ბიზნესის მხარდაჭერა, რათა არ მოხდეს წყვეტა დამქირავებელსა და დასაქმებულს შორის, მსესხებელსა და გამსესხებლებს შორის.

ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ბევრი მთავრობა არ იშორებს ძალას, რათა მისცეს ფისკალური სტიმული და შეამციროს სისტემური სტრესი ქვეყნის ეკონომიკაზე. ეკონომიკური ლანდშაფტის მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლიათ მთავრობებსა და ცენტრალურ ბანკებს უფრო მეტი ჩართვით“, – აღნიშნა გიტა გოფინათმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრას ონლაინ რეჟიმში მართავს, ამ ნაბიჯით ორგანიზაციას კორონავირუსის პანდემიის პრევენცია სურს. ვირტუალური საგაზაფხულო შეხვედრა 14-იდან 17 აპრილამდე გაიმართება.