06.აპრილი .2020 16:07

GITA-ს CORONATHON-ში Edison Tech-მა გაიმარჯვა - გრანტი 20,000 ლარია

GITA-ს CORONATHON-ში Edison Tech-მა გაიმარჯვა - გრანტი 20,000 ლარია
views 923
უკან

"CORONATHON-ტექნოლოგიებით ვირუსის წინააღმდეგ გამარჯვებული გამოვლინდა", - ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 20 000 ლარი პროექტის განხორციელებისათვის, გრანტის სახით Edison Tech-ს გადაეცა.

გამარჯვებული პროექტის მიზანი ისეთი პორტატული სასუნთქი აპარატის შექმნაა, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება, როგორც კრიტიკულ სიტუაციაში, ასევე - სახლის პირობებში. თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით აპარატი გამოყენებადია ყველა ასაკის ადამიანისათვის.

„Edison Tech-ის დახმარებით, საქართველო ეფექტურად გაუმკლავდება მსოფლიო გამოწვევას და საჭიროების შემთხვევაში სასუნთქი აპარატების კრიზისი არ შეიქმნება ქვეყანაში“, - აღნიშნავენ GITA-ში.

პროექტის შესახებ მეტ ინფორმაციას bm.ge მოგვიანებით მოგაწვდით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა