08.ივლისი .2020 00:00

გლობალურ რეიტინგში საქართველოს პასპორტი აშშ-ის, თურქეთის და ისრაელის პასპორტებზე ძლიერია

views 3835
უკან

საქართველოს პასპორტი გლობალურ რეიტინგში აშშ-ის, თურქეთის და ისრაელის პასპორტებს უსწრებს. კერძოდ, passportindex.org-ის მონაცემებით, საქართველოს პასპორტი რიგით 47–ე ადგილს იკავებს 199 ქვეყანას შორის.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეს უვიზოდ შეუძლია 57 ქვეყანაში მოგზაურობა, 33 ქვეყანაში საზღვარზე შეუძლია ვიზის აღება, ხოლო 108 ქვეყანაში ვიზა დასჭირდება.

მაგალითად, აშშ-ის თუ შევადარებთ, ამერიკის მოქალაქეს უვიზოდ 46 ქვეყანაში შეუძლია მოგზაურობა, 36 ქვეყანაში საზღვარზე შეუძლია ვიზის აღება, ხოლო 116 ქვეყანაში დასჭირდება ვიზა.

შეგახსენებთ, გლობალურ რეიტინგში პირველ ადგილს იაპონია იკავებს, რომელთა მოქალაქეებსაც უვიზოდ მოგზაურობა 82 ქვეყანაში შეუძლიათ, მეორე ადგილზეა ახალი ზელანდია. ხოლო ხუთეულში შემავალი დანარჩენი სამი ქვეყანაა: ფინეთი, ავსტრია და ლუქსემბურგი.