ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოში გლობალური ფულის კვირეული 2014 წლიდან აღინიშნება. კვირეული ბავშვებსა და ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზებას ისახავს მიზნად. გლობალური ფულის კვირეული 2012 წლიდან ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით 170-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
წელს კვირეული 22-დან 28 მარტის ჩათვლით აღინიშნება. კვირეულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ეროვნული ბანკისა და მისი ფინანსური განათლების პორტალთან - finedu.gov.ge ერთად კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. წლევანდელი კვირეულის დევიზია - გაუფრთხილდი საკუთარ თავს, გაუფრთხილდი საკუთარ ფულს (Take care of yourself, take care of your money).
კვირეულის ფარგლებში, ეროვნული ბანკი, საქართველოში მცხოვრებ 12-დან 18 წლის ჩათვლით მოზარდებისთვის აცხადებს კონკურსს თემაზე - ფული და ფულის სამყარო.
კონკურსის პირობები
- 22-დან 26 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, დღეში 2-ჯერ, 18:00 და 20:00 საათზე, ფინანსური განათლების ფეისბუქგვერდზე: www.facebook.com/finedu.gov.ge დაიდება თითო საკონკურსო ვიდეოშეკითხვა ფულისა და ფულის სამყაროს შესახებ ცალკე პოსტის სახით.
- შეკითხვებზე სწორი პასუხების მიხედვით, სულ გამოვლინდება 15 გამარჯვებული, რომელთაც ეროვნული ბანკისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.
"ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლების დონის ამაღლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ეროვნული ბანკი, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებს ახორციელებს. წლევანდელი ღონისძიებები, ტრადიციული ფორმატისგან განსხვავებით, ონლაინ განხორციელდება. გლობალური ფულის კვირეულის ღონისძიებები მოიცავს კონკურსს, ვიდეო გაკვეთილებს, ვებინარებს სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, სოციალური მედიის საშუალებით საინფორმაციო ვიდეოების/პოსტების გავრცელებას და სხვა. წელს ეროვნულმა ბანკმა ახალგაზრდებს კონკურსი შესთავაზა, რაც მათ საშუალებას მისცემს ფულის ისტორიის, ქართული ლარის და საფინანსო სისტემის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ," - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი