მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ცენტრალი“, რომელიც ეროვნულმა ბანკმა დააჯარიმა?

ჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი“ ჯამში 6 000 ლარის ოდენობით დააჯარიმა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შემოწმების პროცესში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მხრიდან გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:

  • ინფორმაციის/დოკუმენტაციის დაგვიანებით წარდგენა (1 შემთხვევა) - შემოწმების პერიოდში მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით წარმოდგენის ფაქტი;
  • ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენა (2 შემთხვევა) - მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული მონაცემების მცდარად წარმოდგენის ფაქტები.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია შემდეგ პირებს ეკუთვნით:

  • იმრან ხიზარ ჰაიატ საქართველოსა და პაკისტანის ორმაგი მოქალაქე - 20%;
  • ფაჰდ ალი შეიჰ საქართველოსა და პაკისტანის ორმაგი მოქალაქე - 6%;
  • ჰიბა შეიხ საქართველოსა და პაკისტანის ორმაგი მოქალაქე - 5.5%;
  • ოსმან ბაშირ საქართველოსა და პაკისტანის ორმაგი მოქალაქე - 5%
  • მუჰამედ აბდულაჰ ხან ბანგაშ პაკისტანი - 9%;
  • ატიფ ულაჰ ხან ბანგაშ პაკისტანი - 9%;
  • ზუბაირ ულაჰ ხან ბანგაშ პაკისტანი - 8.5%;
  • შოკატ ულაჰ ხან ბანგაშ პაკისტანი - 9.5%;
  • კიფაიატ ულაჰ ხან ბანგაშ პაკისტანი - 4%;
  • ნიდა ფატიმა საქართველოსა და პაკისტანის ორმაგი მოქალაქე - 5%;
  • ნადია სოჰაილ საქართველოსა და პაკისტანის ორმაგი მოქალაქე - 5%;
  • მუჰამედ ალი საქართველოსა და პაკისტანის ორმაგი მოქალაქე - 8.5%;

სების განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ შესაბამისად, აღნიშნული დარღვევა ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით თითოეულ ფაქტზე.

გამოვლენილი სამივე დარღვევისთვის მისო „ცენტრალს“ საბოლოოდ 6 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები