მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის და პაპაშვილების კომპანიები და კიდევ 11 პროვაიდერი დააჯარიმა

პაპაშვილი სესიაშვილი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისთვის დააჯარიმა. სანქციები კომპანიებს სხვადასხვა რაოდენობის დარღვევის ფაქტის გამო დაეკისრათ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყველა შემთხვევაში კომპანიებმა დაარღვიეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი მოთხოვნები, რომლებიც გარიგებების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას, შენახვასა და სამსახურისთვის წარდგენას არეგულირებს.

დაჯარიმებულ კომპანიებს შორის არიან ირაკლი სესიაშვილის „უნოტრონი“ და ძმები პაპაშვილების თანასაკთრებაში მყოფი “ვაითბით ჯორჯია”.

დაჯარიმებული კომპანიების ჩამონათვალი კი ასეთია:

  1. შპს „ბიტანიკა“ - 3 000 ლარი (დარღვევის 1 ფაქტი) კომპანიის წილის 100%-ს დიჯი კაპიტალი ფლობს, რომელიც თავის მხრივ გიორგი კაპანაძის საკუთრებაა. დირექტორი კი ვახტანგ ჭითანავაა;
  2. შპს „ბეთქეივ“ - 3 000 ლარი (დარღვევის 1 ფაქტი). კომპანია ემ ჯეი ფინტეკ-ის საკუთრებაა, რომლის წილის 100%-ს გიორგი მაისურაძე ფლობს და თავადაა დირექტორიც;
  3. შპს ბიტარი - 3 000 ლარი (დარღვევის 1 ფაქტი) კომპანია ვახტანგ გელაშვილის საკუთრებაა, დირექტორის პოზიციას კი მარიამ სილაგაძე იკავებს.
  4. შპს „ფეიბით ჯორჯია“ - 3 000 ლარი (დარღვევის 1 ფაქტი). კომპანიის 50%-ს გიორგი ბიჭიკაშვილი ფლობს, 50%-ს კი ირაკლი სიჭინავა და თავადაა დირექტორიც;
  5. შპს „სტელექსი“ - 6 000 ლარი (დარღვევის 2 ფაქტი). კომპანიის მესაკუთრე მარგარიტა ჯიშკარიანია, დირექტორი კი ლაშა სვანიძე;
  6. შპს „მატიო“ - 6 000 ლარი (დარღვევის 2 ფაქტი). კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი რატი მესხიშვილია;
  7. შპს „კრიპტოტექ სოლუშენ“ - 6 000 ლარი (დარღვევის 2 ფაქტი). კომპანიის წილის 17%-ს ნიკა ყოლბაია ფლობს, 83%-ს ეგზაჯორჯია, რომელიც დავით ბეჟუაშვილის საკუთრებაა;
  8. შპს „სპორტ ექსჩეინჯი“ - 9 000 ლარი (დარღვევის 3 ფაქტი). კომპანიის წილის 100%-ს ვალოდია ვერულაშვილი ფლობს, დირექტორი კი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე პაატა ვერულაშილია;
  9. შპს “ვაითბით ჯორჯია” - კომპანია ეროვნულმა ბანკმა 3 000 ლარით დააჯარიმა. კომპანიის 30% სულხან პაპაშვილს ეკუთვნის, 20% ლაშა პაპაშვილს, ხოლო 50% უკრაინის მოქალაქის ვოლოდიმირ ნოსოვის საკუთრებაა.
  10. “დიჯიტალ მარკეტს სოლუშენსი” - ჯარიმა სხვადასხვა დარღვევებისთვის 9 000 ლარია. კომპანია კი საფრანგეთის მოქალაქის სედრიკ რაშედის საკუთრებაა;
  11. შპს „უნოტრონ“ - 9 000 ლარი (დარღვევის 3 ფაქტი). კომპანიის წილის 100%-ს ყოფილი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ფლობს, დირექტორი კი საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქე მიშელი ივანიძეა;
  12. შპს კრიპტო ჩენჯ ბათუმი - კომპანია დარღვევის რამდენიმე ფაქტისთვის ჯამში 9 000 ლარით დაჯარიმდა. მფლობელი ანაიტ ქთოიანია, დირექტორი კი სოფლიო კვირკველია;
  13. შპს “დიჯითალ პლათფორმ“ - 3 000 ლარით დაჯარიმდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიას შპს დიჯიტალ სისტემსი ფლობს, რომლის წილის 44%-ის მესაკუთრე გიორგი დაუშვილია, 25%-ს რევაზ ლაშქარავა, 12%-ს თინათინ კვინტრაძე, 10%-ს ზურაბი ჩომახაშვილი ხოლო 9%-ს გიორგი თუშურაშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები