09.დეკემბერი .2022 18:01

Glovo-ს დამფუძნებლის რჩევები სტარტაპერებს

Glovo-ს დამფუძნებლის რჩევები სტარტაპერებს
views 1160
უკან

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიის, Glovo-ს თანადამფუძნებელმა, საშა მიშომ BMG-ის "საქმიანი დილის" ეთერში ქართულ სტარტაპ ეკონომიკაზე ისაუბრა და დამწყებ მეწარმეებს რამდენიმე სასარგებლო რჩევა მისცა.

მიშოს შეფასებით, სტარტაპერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ძირითად საკითხებზე კონცენტრირება და ძლიერი ფუნდამენტის შექმნაა, რათა კომპანიამ დამოუკიდებლად ფუნქციონირება და შემდეგ უკვე გაფართოება შეძლოს.

"ვფიქრობ, რომ საწყის ეტაპზე სტარტაპებისთვის GITA-ს ინიციატივა შესანიშნავი შესაძლებლობაა. ამის შემდეგ, ჩემი რჩევა იქნება, რომ ერთ საკითხზე კონცენტრირდეთ, მაგალითად, GITA-ს საგრანტო კონკურსში წარმოდგენილ სტარტაპთაგან უმეტესობა 2-3 საკითხზე ერთდროულად იყო კონცენტრირებული. ჩემი შეფასებით, სრული ფოკუსი ერთ საკვანძო საკითხზე უნდა იყოს და ის ბოლომდე უნდა ამოიწურეს, ამის შემდეგ კი ძლიერ ფუნდამენტზე შესაძლებელია სხვა იდეების დაშენება.

საქმეზე ფოკუსირება ყველაზე მნიშვნელოვანია. ბიზნესის გაზრდასაც ნუ იჩქარებთ, ამას ყოველთვის მოასწრებთ. მთავარია, ფუნდამენტი იყოს ძლიერი და ბიზნესი ქართულ ბაზარზე გამართულად და წარმატებულად ფუნქციონირებდეს, უცხოეთში გასვლაზე სწორედ ამის შემდეგ უნდა დაფიქრდეთ. გარშემო კარგი გუნდი უნდა შემოიკრიბოთ, ყველაფრის თავად გაკეთებას ნუ შეეცდებით, როლები შეგიძლიათ თანადამფუძნებლებზე გადაანაწილოთ და ერთმანეთი ასე შეავსოთ", - ამბობს Glovo-ს თანადამფუძნებელი.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა