მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გოცირიძე ნარმანიას სემეკის თავმჯდომარედ მხარს არ უჭერს: მას დავალებებს SMS-ით გაუგზავნიან

5d824c9aedba6
დავით ჯალაღონია
18.09.19 21:30
1119
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მთავრობამ პარლამენტს სემეკ-ის წევრის დავით ნარმანიას კანდიდატურა წარუდგინა. ეს საკითხი დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილეს და ამის შემდეგ, ნარმანიამ მხარდაჭერა საპარლამენტო კომიტეტებსა და პლენარულ სესიაზე უნდა მოიპოვოს.

BM.GE-ისთან საუბრისას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" რომან გოცირიძე აცხადებს, რომ იგი ნარმანიას მხარს არ დაუჭერს.

"სემეკი იყო მორჩილი მთავრობის ხელში, ეს იყო პოლიტიკური გავლენის ქვეშ, იგი ფასებს, ტარიფებს აწესებდა არა საბაზრო მოთხოვნიდან, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ანუ ჩვენ გვყავდა მორჩილი სემეკი, მორჩილი თავმჯდომარით.

ჩვენ ახლა გვეყოლება უმორჩილესი სემეკი უმორჩილესი თავმჯდომარით. თუ მას რაღაც დავალებებს ტელეფონით აძლევდნენ, ახლა SMS-ით გაუგზავნიან და დაქვემდებარების, მორჩილების ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება", - მიიჩნევს გოცირიძე.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გააცნობს დეპუტატებს საკუთარ ხედვებს დავით ნარმანია.