მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Goldman Sachs-ი Apple Card-ის მომხმარებლების მიმართ გენდერულ დისკრიმინაციაშია ეჭვმიტანილი

5dc916205a046
მიხეილ ხაჩიძე
11.11.19 19:00
885

ნიუ-იორკის ფინანსური სერვისების დეპარტამენტი (NYDFS) Goldman Sachs-ს შეამოწმებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, მარეგულირებელი ცნობილი ამერიკული ბანკის მიერ Apple Card-ის ბარათზე საკრედიტო შეზღუდვების წესებსა და მიდგომებს შეისწავლის. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მომხმარებლებმა გენდერული დისკრიმინაციის საფუძველზე საჩივარი მოამზადეს.


"დეპარტამენტი ჩაატარებს გამოძიებას იმის დასადგენად, დაირღვა თუ არა ნიუ-იორკის ანტიდისკრიმინაციული კანონები. ამასთან, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ბანკი ყველა მომხმარებელს თანაბრად ემსახურება, განურჩევლად სქესისა. ნებისმიერი ალგორითმი, რომელიც არღვევს ქალთა ან ადამიანთა სხვა ჯგუფის უფლებებს, ეწინააღმდეგება აშშ-ის კანონებს", - ციტირებს Bloomberg-ი NYDFS-ის აღმასრულებელ დირექტორს ლინდა ლაისველს.

 

პირველმა, ვინც Apple Card-ების საკრედიტო ბარათებით თანხის ლიმიტის განსაზღვრისას გენდერულ დისკრიმინაციაზე ისაუბრა, ამერიკელი მეწარმე დევიდ ჰაინმაიერ ჰესონი იყო. მისი მტკიცებით, მისმა მეუღლემ უკეთესი საკრედიტო ისტორიით, მასზე 20-ჯერ ნაკლები საკრედიტო ლიმიტი მიიღო. ჰესონმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ალგორითმებს, რომელთა საფუძველზეც ლიმიტი განისაზღვრება,  მამაკაცების და ქალებს მიმართ განსხვავებული მიდგომა აქვს.



ჰესონმის მსგავსად განცხადება გააკეთა Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა, რომელმაც ასევე თქვა, რომ მას და მის მეუღლესაც მსგავსი ვითარება ჰქონდათ, როდესაც მან ცოლზე ათჯერ უფრო მაღალი საკრედიტო ლიმიტი მიიღო.



თავის მხრივ, როგორც Gold Williams Sachs- ის სპიკერმა განმარტა, საკრედიტო ლიმიტები კლიენტის გადახდისუნარიანობით განისაზღვრება და, შესაბამისად, სქესთან, ასაკთან, რასასა თუ სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული არ არის.

 

 

შეგახსენებთ, რომ Apple-მა საკრედიტო ბარათი Apple Card მიმდინარე წლის მარტში წარადგინა. ბარათი, რომელიც საშუალებას იძლევა შესყიდვები უფრო ხელსაყრელი პირობებით განხორციელდეს, ამ ეტაპისთვის მხოლოდ აშშ-შია ხელმისაწვდომი.