მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-ისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივა - ონლაინ მასტერკლასი

5e9099d8a9536
BM.GE
10.04.20 20:16
1808
Google-ის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით 14 აპრილს, 12:00 საათზე, ონლაინ მასტერკლასი „ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში“ გაიმართება. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

სემინარს Google-ის სერტიფიცირებული საერთაშორისო ტრენერები და ფოტოგრაფები ჩაატარებენ.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ აიმაღლონ ციფრული უნარები Google Map-ის კორექტირების, ლოკაციების დამატების, ვიზუალიზაციასთან მუშაობისა და ტურიზმთან დაკავშირებული მოვლენების ანალიზის მიმართულებით.

სემინარი საქართველოს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს Google Map-ის გამოყენებით თავიანთი ტურისტული ობიექტების პოპულარიზაცისა და ტურისტების მოზიდვაში დაეხმარება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით Google-ის მასტერკლასის ჩასატარებლად თბილისში საერთაშორისო ტრენერების ჩამოსვლა იგეგმებოდა, თუმცა COVID-19-ის ვირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო მასტერკლასი ონლაინ გაიმართება.

ონლაინ მასტერკლასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს. რეგისტრაცია უფასოა.