მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მცდელობები, რაღაცნაირად დავაკავშიროთ ბეირუთის აფეთქება 7 წლის წინ ჩვენთან დატვირთულ გემს, უსაფუძვლოა“

5f2bc9a1d1261
ვიქტორია მღებრიშვილი
06.08.20 13:16
1134
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მცდელობები რაღაცნაირად დავაკავშიროთ ლიბანში, ქალაქ ბეირუთში მომხდარი აფეთქება 7 წლის წინ საქართველოში დატვირთულ გემს, უსაფუძვლოა.

როგორც მინისტრამ განმარტა, ამონიუმის გვარჯილა არის სასუქი, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია, თუმცა მისი შენახვა სათანადო პირობებში უნდა მოხდეს.

„საუბარია ამონიუმის გვარჯილაზე, ეს არის აზოტოვანი სასუქი, რომელიც იწარმოება მთელ მსოფლიოში და წლებია უკვე საქართველოც აწარმოებს ამ პროდუქტს და ეს არის ჩვენი საექსპორტო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც მოიხმარება სოფლის მეურნეობის პირობებში, მაგრამ ისეთ პირობებში, თუკი არ არის დაცული მისი შენახვის ტექნოლოგია, შესაძლოა სავალალო შედეგებიც მივიღოთ“, - განმარტა მინისტმა.

ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოს პორტებში უსაფრთხოების ნორმები და მათი კონტროლი უმაღლეს დონეზეა და 7 წლის განმავლობაში რა მდგომარეობაში იყო პროდუქტი და ამ პროდუქტის გადამტანი გემი ამაზე საქართველოში პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.

"საუბარია, რომ 2013 წელს მოხდა ამ გემის დატვირთვა ამ პროდუქციით ერთ-ერთ ჩვენს პორტში, ყველა უსაფრთხოების ნორმის დაცვით და ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი საზღვაო ადმინისტრაცია ჩვენი პორტები არაერთხელ იღებენ უმაღლეს შეფასებას, მათ შორის აშშ-ს შესაბამისი სტრუქტურებიდან უსაფრთხოების წესების დაცვაზე და ეს იყო 7 წლის წინ.

7 წლის განმავლობაში თუ ვინ შეიძინა, სად იმყოფებოდა ეს საქონელი, რა პირობებში იყო ის შენახული, რა დარღვევები იყო, რა ტექნიკური გამართულობა თუ გაუმართავობა ჰქონდა ამ გემს, ამაზე რა საკვირველია ექსპორტიორი ქვეყანა ვერასოდეს ვერ აგებს პასუხს და აქედან გამომდინარე ის მცდელობები, რომ რაღაცნაირად დავაკავშიროთ ეს სავალალო ფაქტი, რის გამოც ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ და 7 წლის წინ ჩვენთან დატვირთულ გემს შორის, არის უსაფუძვლო"- განაცხადა თურნავამ.