მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლელო-საქართველო“ პარლამენტში სისტემური კორუფციის შემსწავლელი კომისიის შექმნას მოითხოვს

60acd1cc3e437
BM.GE
25.05.21 14:30
1023

საპარლამენტო ფრაქცია „ლელო-საქართველოს“ სახელით ფრაქციის თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოითხოვა, პარლამენტში შეიქმნას სისტემური კორუფციის შემსწავლელი კომისია, რომელიც ყველა კონკრეტულ ფაქტს და ამ მიმართულებით წარმოდგენილ სტატისტიკას შეისწავლის.

მისი თქმით, „კორუფციის გავრცელების კუთხით ქვეყანაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა.

"გვაქვს ელიტარული კორუფცია, წვრილმანი კორუფციის უამრავი შემთხვევა, მაგრამ ამასთანავე, დაუსჯელობის სინდრომი არის მოდებული“, - განაცხადა ჯაფარიძემ. 


„ლელო-საქართველო“ ასევე აპირებს, უახლოეს პერიოდში, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის მიზნით, კანონპროექტი დააინიციროს.