2021 წლის 9 თვის მონაცემებით, კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 17% სარგებლობს, დაზღვეული ავტომობილების საერთო რაოდენობა კი მხოლოდ 7%-ს შეადგენს. 2021 წლის 9 თვეში სულ 640,695 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ხოლო ავტოდაზღვევის კუთხით 102,594 პოლისი იყო გაყიდული.
2021 წლის 9 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიის საერთო მაჩვენებლებს, ბაზარზე 112.87 მლნ. ლარით „ჯიპიაი“ ლიდერობს, მას 96.78 მლნ-ით „ალდაგი“, 83,19 მლნ-ით კი თიბისი მოსდევს. ხუთეულშია „იმედი L“ (61.54 მლნ ლარი) და „არდი“ (53.12 მლნ ლარი).
ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიის სათავეში 70.24 მილიონი ლარით „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ლიდერობს და ბაზრის 29% უჭირავს, შემდეგ მოდის სადაზღვევო კომპანია „იმედი L” - 51.89 მილიონი ლარით, მესამე ადგილს კი 37.66 მილიონი ლარით სადაზღვევო კომპანია „არდი“ იკავებს.
GPI ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი BMG-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გაზრდილი ზარალიანობის მიზეზი კოვიდის გამო დაგროვილი მოთხოვნაა.
„ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ მოგების შემცირების მიზეზი არის სამედიცინო მომსახურების მიღების უპრეცედენტოდ მაღალი სიხშირე მას შემდეგ, რაც მოიხსნა ლოქდაუნი. ეს განპირობებულია იმით რომ შეზღუდვების დროს ადამიანები ერიდებოდნენ კლინიკებში მისვლას და დაგროვილი მოთხოვნილების რეალიზება მოხდა.
მომხმარებლის ქცევაც შეცვლილია, გაცილებით მაღალია მოთხოვნა ჯანმრთელობის სერვისებზე, მაგალითად, ოჯახის ექიმების მომსახურებაზე. ამ გაზრდილმა ხარჯებმა მოგების შემცირება განაპირობა. მომავალში მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ ეს ყველაფერი დაბალანსდეს და ძალიან არ იმოქმედოს მოგების მაჩვენებელზე. ასევე საინტერესოა რომ სიცოცხლის დაზღვევის პორტფელშიც კოვიდის მიერ გაზრდილი სიკვდილიანობის გამო გაზრდილია ზარალიანობის მაჩვენებელიც.
ბაზრის განვითარების დინამიკის ზრდა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს და ესეც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისა, რომ მოზიდული პრემიის მოცულობა არ არის დამაკმაყოფილებელი. კარგი იქნება თუ 2019 წლის მაჩვენებელს მომავალ წელს დავეწევით, ესეც ჩაითვლება კარგ მაჩვენებლად", - აცხადებს თინა სტამბოლიშვილი.
ინფორმაციისთვის, 2021 წლის პირველ 9 თვეში ყველაზე დიდი მოცულობით ზარალი კომპანია „ჯიპიაიმ“ (69.94 მლნ ლარი) აანაზღაურა. ანაზღაურებული ზარალის მოცულობით მეორე ადგილზეა „ალდაგი“ (41.20 მლნ ლარი) მესამეზე კი „იმედი L“ (36.53 მლნ ლარი). მეოთხე ადგილს „თიბისი“ (36.01 მლნ ლარი), მეხუთეს კი „ირაო“ (32.72 მლნ ლარი) იკავებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი