მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრიპის და კოვიდ-ვაქცინით აცრებს შორის ინტერვალის დაცვა საჭირო არ არის - გაბუნია

619e17a84aa85
ინგა მურუსიძე
24.11.21 15:12
270

გრიპის და კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრებს შორის ინტერვალის დაცვა საჭირო არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს აქტიურად. 1 დეკემბრამდე ვაქცინაციის ჩატარება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია. ინტერვალის დაცვა გრიპის და კოვიდ-ვაქცინებს შორის აუცილებელი არ არის, თუმცა თუ მოქალაქე მიიჩნევს, რომ სურს ინტერვალის დაცვა, ესეც შესაძლებელია.

რაც შეეხება კოვიდ-ვაქცინებს, უკვე 2 მლნ ვაქცინაა ადმინისტრირებული და მოცვის კუთხით 1 მლნ-ს ვუახლოვდებით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.