მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გთხოვთ, რუსეთი აღიაროთ ტერორისტულ სახელმწიფოდ - ზელენსკის მიმართვა ბრიტანეთის პარლამენტს

622793186ffac
თელარა გელანტია
08.03.22 21:29
865
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთს რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ მან დიდი ბრიტანეთის პარლამენტისთვის მიმართვისას განაცხადა. პრეზიდენტი თემთა პალატას უკრაინიდან ჩაერთო და დიდ ბრიტანეთს დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„ჩვენ ცივილიზებული სახელმწიფოებისგან ველით დახმარებას. ამასთან, მადლობელი ვართ იმ დახმარების, რაც მივიღეთ. მადლიერი ვარ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მხარდაჭერის.

გთხოვთ, კიდევ უფრო გაზარდოთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. გთხოვთ, ეს ქვეყანა აღიაროთ როგორც ტერორისტული სახელმწიფო და გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ უკრაინის ცა არის უსაფრთხო. უზრუნველყავით ეს. გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც საჭიროა.

ის, რაც თქვენნაირმა დიდმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. საუკეთესოს ვუსურვებ უკრაინას და გაერთიანებულ სამეფოს“, - მიმართა ბრიტანელ კანონმდებლებს ზელენსკიმ.