მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუშინ 3 000 ადამიანი აცრაზე არ გამოცხადდა, მიზეზებს ვსწავლობთ - გამყრელიძე

610902b10e0ee
ინგა მურუსიძე
03.08.21 12:46
4062

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს შესწავლა თუ რატომ არ გამოცხადდა 3 000 ადამიანი ვაქცინაციაზე, როცა ჯავშანი უკვე გაკეთებული ჰქონდათ. გამყრელიძე განმარტავს, რომ აღნიშნულს შესაძლოა სამი მიზეზი ჰქონდეს და ეს აუცილებლად დადგინდება.

„ბოლო ორი დღის მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ გუშინ 19 000 ჯავშანი გვქონდა, თუმცა, 3000 ადამიანი არ გამოცხადდა ან ჯავშანი გააუქმა. ამიტომაც ჯამში გუშინ 16 400 აცრა ჩატარდა. ჩვენს IT-სამსახურებთან ერთად ვარკვევთ რა იყო მიზეზი, რადგან შეიძლება ეჭვი იყოს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ აუქმებს, ასევე მეორე მიზეზი შეიძლება იყოს, რომ ადამიანები ინფიცირდებიან და ვეღარ მიდიან აცრებზე, მესამე მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ადამიანებს დაჯავშნილი ჰქონდათ ადგილები „სინოფარმზე“ და შემდეგ გადაჯავშნეს „ფაიზერზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე რეგიონებში ვაქცინები არის და მოქალაქეებს შეუძლიათ აიცრან, მათ შორის „ფაიზერით“.