მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუშინ საქართველოში მხოლოდ 9 კოვიდ-აცრა ჩატარდა

624ab72455e8a
ვიქტორია მღებრიშვილი
04.04.22 14:00
863
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სულ 2 861 953 აცრაა ჩატარებული.

აქედან, მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 361 922 ადამიანი, რაც 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 47.4%-ია; სრულად ვაქცინირებულია 1 257 304 ადამიანი, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 43.8%; ბუსტერ დოზით აცრილია 239 505 პირი;

12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 134 (2.33%) სრულად აცრილია - 3 270 (1.84%) პირი; 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 615 (15.56%) სრულად აცრილია- 11 158 (13.76%) პირი.

NCDC-ის ცნობით, 3 აპრილს ჩატარდა 9 აცრა მხოლოდ 2 რეგიონში - თბილისში (6) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (3). სხვა რეგიონებში დღიური აცრის მაჩვენებელი ნულია.