მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვაქვს გარკვეული ინფორმაციები, ხომ არ არის საწვავის ფასზე გარკვეული მოლაპარაკება - პრემიერი

626f84c2e6a93
შოთა ტყეშელაშვილი
02.05.22 11:07
993
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასების კუთხით ბაზარზე არსებულ ვითარებას დააკვირდება და ანგარიშს ეკონომიკურ საბჭოს 15 მაისამდე წარუდგენს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნავთობიმპორტიორებმა უკვე შეისყიდეს გაიაფებული საწვავი, მაგრამ ბაზარზე მისი ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზეა. ღარიბაშვილის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს დასკვნამ უნდა შეაფასოს, არსებობს თუ არა ამ მხრივ რაიმე "მოლაპარაკება". 

"ჩვენი ინფორმაციაა, რომ არაერთმა იმპორტიორმა დაიწყო იაფიანი საწვავის შემოტანა. თუმცა ეს ჯერ ასახულა ფასებზე. ამიტომ ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, რომ შეისწავლოს დეტალურად საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარადგინოს შუალედური დასკვნა. ამის შემდეგ მთავრობას ექნება საშუალება, რომ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ, გვაქვს გარკვეული ინფორმაციებიც, რომ ხომ არ არის მაგალითად, რაიმე მოლაპარაკება ფასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, რომ დაიდოს მონიტორინგის ანგარიში და ამის შემდეგ გავაკეთებთ შესაბამის დასკვნებს,"- აცხადებს ღარიბაშვილი. 

დღეის მდგომარეობით, ბაზარზე რეგულარის მარკის საწვავი 3.79-3.83 ლარის, პრემიუმი 3.96-4.05 ლარის, სუპერი კი 4.10-4.19 ლარის ფარგლებში იყიდება.