მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის ბაზრის კვლევის შედეგებს კონკურენციის სააგენტო ორი თვის მანძილზე გამოაქვეყნებს

642199bebcb78
გიგა ბენია
27.03.23 17:52
503

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდებით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მოკვლევა გასულ წელს დაიწყო. მოკვლევა ხუთი მსხვილი რეალიზატორის მიმართ მიმდინარეობს, რომლებიც ბაზარზე მოწინავე პოზიციებს იკავებენ. საავტომობილო საწვავის ბაზრის მოკვლევის პირველადი შედეგები თებერვალში უნდა გამოქვეყნებულიყო.

BMG დაინტერესდა, რა ეტაპზეა მოკვლევა და როდის გამოაქვეყნებს შედეგებს კონკურენციის ეროვნული სააგენტო. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მოკვლევის საბოლოო შედეგები ცნობილი ორი თვის მანძილზე გახდება.

“საწვავის ბაზართან დაკავშირებით, მოკვლევა, პრაქტიკულად დასრულებულია. ვგულისხმობ როგორც ეკონომიკურ ანალიზს, ისე სამართლებრივ შეფასებას. ახლა გარკვეული პროცედურები დაგვრჩა, რომლისთვისაც 2-თვიანი პერიოდი გვჭირდება. მათ შორის, პირველადი დოკუმენტის ბიზნესისთვის გაგზავნას და მათი მხრიდან პოზიციების მოსმენას. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის”, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები