მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიდევ ერთხელ შემოწმდება, რამდენად კეთილსინდისიერად მიმდინარეობს მარჟების დაწესება ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე - პრემიერი

მთავრობის სხდომა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მაქსიმალურად გააკონტროლებს ინფლაციის დონეს. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები დაკლებულია, რომლის შემოწმებაც რეგულარულად შენარჩუნდება.

„ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ ინფლაციის დონეს, 0.9 პროცენტი არის  ინფლაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ინფლაციის დონე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. ფასები საწვავზე, მედიკამენტებზე, სურსათის ფართო მოხმარებად პროდუქტებზე არის დაკლებული. ამას ჩვენ რეგულარულად შევამოწმებთ.

მე მქონდა საუბარი რამდენიმე დღის წინ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, მასაც მივმართე თხოვნით, რომ კიდევ ერთხელ შეამოწმოს, რამდენად კეთილსინდისიერად მიმდინარეობს მარჟების დაწესება ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე. ასე რომ, ჩვენ ამ საქმიანობას და მოქმედებას ეროვნულ ბანკთან ერთად გავაგრძელებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

2023 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.9% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები