მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს 3 მრჩეველი ჰყავს - მათი ვინაობა უცნობია

614b3b77daf08
თელარა გელანტია
23.09.21 09:00
1597
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალ სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოში 3 მრჩეველია დასაქმებული.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ ოფიციალურად გამოითხოვა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლას სამივე მრჩევლის ყოველთვიური ჯამური თანამდებობრივი სარგო 6 150 ლარია.

რაც შეეხება მრჩევლების ვინაობას, სხვა სამინისტროების და მათი სსიპ-ების მსგავსად, „მრჩევლის“ პოზიციაზე დასაქმებული პირების სახელები და გვარები არ მოგვაწოდეს, თუმცა ლევან დავითაშვილის უწყებამ 3 მრჩევლის საკურატორო სფეროების შესახებ ინფორმაცია გამოგვიგზავნა:

1. თავმჯდომარის მრჩეველი მევენახეობა-მეღვინეობის საკითხების მიმართულებით;
2. თავმჯდომარის მრჩეველი მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;
3. თავმჯდომარის მრჩეველი სტრატეგიული განვითარების საკითხებში.

ცნობისთვის: „მრჩევლის“ პოზიციაზე დასაქმებული პირების ვინაობის არგასაჯაროებისას სამინისტროები და სსიპ-ები ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’’-ს 44-ე მუხლს და ,,პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ა’’ პუნქტს იშველიებენ, რომელთა თანახმად, აღნიშნული „პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს“ და საჭიროა, „სუბიექტთა თანხმობა“.

ამდენად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „მრჩევლის“ პოზიციაზე დასაქმებულები ვინაობის გამხელის წინააღმდეგები არიან.